ეს საინტერესოა

   http://www.railway.ge/
ცნობილია,რომ ნიკო ნიკოლაძე იცნობდა ეიფელს. ცნობილია, სწორედ მან ჩამოატანინა თავად ეიფელს ქუთაისისთვის ”თეთრი ხიდის” კონსტრუქცია , რომელიც წარმოადგენს ეიფელის კოშკის ყელის ანალოგს. ხოლო ქალაქ პარიზის განათებაში პრაქტიკულად დაეხმარა მარსელ დეპრეს (როთშილდებს დააფინანსებინა დეპრეს ეს ექსპერიმენტი 1886 წელს).




http://www.railway.ge/
ასევე  ხიდი, რომელიც წაღვერს ცემთან ბორჯომი - ბაკურიანის რკინიგზით აკავშირებს, რომანოვმა სპეციალურად შეუკვეთა საფრანგეთში. ფრანგი ხიდმშენის ალექსანდრ გუსტავ ეიფელის მიერ კონსტრუირებული ხიდი საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე ააგეს.




http://www.bfm.ge/energetic/952-eifeli.html
    რამდენიმე ხნის წინ, დალასის ერთ-ერთმა წამყვანმა ნავთობკომპანიამ განცხადება, რომ მსოფლიოს გარშემო გეოლოგთა ჯგუფის გაგზავნას აპირებდა. ჯგუფის ვალდებულება იყო ჩაეტარებინა მსოფლიო მასშტაბით კვლევები და ნავთობის ისეთი მარაგი აღმოეჩინა, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენდა ნავთობპროდუქტების ბაზარზე და მის თამაშის წესებს შეცვლიდა. რამდენიმეხნიანი კვლევის შემდეგ გეოლოგები შოკისმომგვრელი ინფორმაციით დაბრუნდნენ, მათ აღმოაჩინეს ნავთობის უზარმაზარი მარაგი, არა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში ან ლათინურ ამერიკაში, არამედ საფრანგეთში, კერძოდ კი პარიზში - ეპიცენტრი ეიფელის კოშკთან. აღმოჩენილი ნავთობის რაოდენობა 40 მილიონ ბარელს აღწევს, თუმცა გეოლოგებს სჭირდებათ კიდევ დრო და თანხები, რათა ბოლომდე დაასრულონ კვლევა და ნავთობის ზუსტი რაოდენობა დაადგინონ. დღესდღეობით ეს აღმოჩენა დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს.


        სტატია:
http://www.perla.ge/index.php?do=fullmod/product&id=105&mid=49
   მსოფლიოში უამრავი რომანტიკული ადგილი არსებობს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ  მათ შორის პარიზი განსაკუთრებულია და დღემდე ყველაზე რომანტიული ქალაქის იმიჯით სარგებლობს. აქ ყოველწლიურად 30 მლნ-ზე მილიონობით ტურისტი ჩადის, რათა ახლოს გაიცნოს  ხელოვნების,მოდისა და პარფიუმერიის სამშობლო. დააგემოვნოს ფრანგული ღვინო და საუცხოო ფრანგული სამზარეულო.
პარიზი  ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდსენის ნაპირებზე მდებარეობს. ის დღესაც ევროპის წამყვანი კულტურული,ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრიადამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურით. აქ თავმოყრილია მუზეუმებიგალერეები,რესტორნები და ღამის კლუბები.
მიუხედავად 2 მსოფლიო ომისა, პარიზმა თითქმის უცვლელად შემოინახა წარსულის დიდების ამსახველი შენობები. თუ გსურთ, ყველაფრის ნახვა შეძლოთ ქალქაში დიდხანს უნდა იხეტიალოთ. სანახავი კი, მართლაც ბევრია:  საფრანგეთის მეფეეების რეზიდენციები ლუვრსა და ვერსალში, ტრიუმფალური თაღინოტრ-დამიპომპიდუს ცენტრი, ვანდომის მოედანიტუილრისბაღი ულამაზესი შადრევნებითპარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და უამრავი სხვა...
პარიზში ჩასვლისთანავე გირჩევთ ელისეის მინდვრებზე გაისეირნოთ. ელისეს მინდვრების, ანუ შანზ-ელიზეს გამზირის სიგრძე 2 კილომერტამდეა და უამრავი ღირშესანიშნაობაა თავმოყრილი.  აქ ერთმანეთს ენაცვლება ლუვრის მუზეუმი, ლუი XIV-ის ქანდაკება, კარუსელის ტრიუმფალური თაღი, ტუილერის ბაღი, ობელისკი და ვარსკვლავის ტრიუმფალური თაღი. ეს არის პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა. დაბლობ ნაწილში ელისეს მინდვრები შემოსაზღვრულია მარინის სკვერით და მაღლობ ნაწილში კი მაღაზიები, ბუტიკები, კინოთეატრები, კაფეები და რესტორნებია.
როდესაც პარიზში ხარ, არ შეიძლება  არ მოინახულო პარიზის სიმბოლო, მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული ეიფელის კოშკი.  სტრუქტურა  1887-1889 წლებში აშენდა და საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს მიეძღვნა. თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობა თვლიდა რომ შენობა პარიზის იერსახეს ამახინჯებდა. თუმცა ამჟამად, 324 მეტრის სიმაღლის ლითონის ეს კონსტრუქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.
ასევე გირჩევთ მოინახულოთ ორსეის მუზეუმიც, სადაც  იმპრესიონისტთა  ერთ-ერთი საუკეთესო კოლექციაა დაცული.  გაითვალისწინეთ, რომ პარიზის სხვა მუზეუმთა მსგავსად ორსეს მუზეუმი ორშაბათობით დაკეტილია.
პარიზში გადასაადგილებლად შეგიძლიათ მეტროთი ისარგებლოთ. რომელიც 16 ხაზისგან შედგება და იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლიტენია. ასევე არსებობს ტრამვაის ხაზი და ავტობუსები, რომელიც მოიცავს   სპეციალურ ხაზებს, რაც პარიზის ტურისტული ადგილების მოსანახულებლად გამოიყენება.
და კიდევ ერთი  თუ ბევრი  ფული გაქვთ, გამოიყენეთ დრო, რომელსაც პარიზში გაატარებთ და   მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების ბუტიკებს ესტუმრეთ, პარიზი ხომ უკვე საუკუნეებია მსოფლიოს მოდას კარნახობს. ამიტომ აქ გარდირობს ყველაზე გემოვნებიანად განაახლებთ.  ასევე შეგიძლიათ მსოფლიოში სახელგანთქმულ კაბარე მულენ რუჟს ესტუმრეთ და ულამაზესი შოუთი დატკბით. ხოლო თუ  დასვენებისთვის თქვენი ხარჯები მოკრძალებულია, ნუ იდარდებთ  პარიზი გართობის სხვა უმარავ საშუალებას გთავაზობთ. შეგიძლიათ ისეირნოთ ნუდისტური პლაჟივით აღგზნებული პარიზის ქუჩებში, ღია კაფეში გემრიელი ყავა დალით და ეიფელის კოშკში შეხვდეთ პარიზულ შემოღამებას.



    სტატია 2:
    პარიზის სავიზიტო ბარათი არის ეიფელი. ეს ნაგებობა
უნიკალურია როგორც ჩანაფიქრით, ასევე ხორცშესხმითაც
ეიფელი გვაოცებს თავისი ზომებით, მისი სიდიადე გვიჩვენებს, თუ
რა შეუძლია ადამიანის გენიას. კოშკი აგებულ იქნა საერთაშორისო
გამოფენისთვის 1889 წელს. ეს იყო წლები მრეწველობის
რევოლუციისა,პროგრესისა და მეცნიერული მიღწევებისა.
ამ დროს მოხდა რადიკალური ცვლილებები არქიტექტურაშიც.
სურვილს, რომ ყველა შენობა გამხდარიყო უფრო მსუბუქი,
დინამიური და თანამედროვე, აკმაყოფილებდა მინა და
ფოლადი. ხატოვნად რომ ვთქვათ, ინჟინერმა შეცვალა
არქიტექტორი. ასეთი ინჟინერი გახლდათ გუსტავ ეიფელი,
რომელიც მხოლოდ ქაღალდზე პროექტის შემოხაზვით არ
დაკმაყოფილდა და ხორცი შეასხა თავის ჩანაფიქრს.ეიფელის
ფოლადის სილუეტი პარიზის თავზე საზეიმოდაა აღმართული,
როგორც ქალაქის ქანდაკება. მასში გაერთიანებულია პარიზის
წარსული, აწმყოდა მომავალი. მიუხედავად იმისა, რომ
ეიფელი აგებულია 15000 შედუღებული მეტალის დეტალისგან,
7000 ტონაა, დგას 4 ფეხზე, აქვს ბეტონის საძირკველი,
სიმაღლე კი 320 მეტრს აღწევს, ეიფელი ერთი შეხედვით მაინც
ძალიან მსუბუქია.კოშკი აგებულია 3 დონისგან: პირველი
პლატფორმა (იმყოფება 57 მეტრზე), მეორე- 115 მეტრზე და
მესამე- 274 მეტრზე. ბარები და რესტორნები ყველა სართულზეა
განლაგებული, რაც მეტ თანამედროვეობას ანიჭებს კოშკს.
ზოგჯერ, როცა მხედველობის არე კარგია, შეგვიძლია დავინახოთ
საგნები 79 კმ-ის რადიუსით.კოშკის ქვემოთ იშლება მარსოს
მწვანე მინდორი, რომელიც გადააქციეს მშვენიერ სცერად.
იმპერიისა და რევოლუციის პერიოდში აქ ტარდებოდა
ხალხმრავალი დღესასწაულები, აღნიშნავდნენ 8 ივნისსაც-
''უმაღლესი ქმნილების დღესასწაულს'', რომელიც დაადგინა
რობესპიერმა. ''მოდერნიზმის'' პერიოდში. სკვერის დიდ
ნაწილს იყენებდნენ მსოფლიო გამოფენებისთვის.
ამჟამად ეს სკვერი დაყოფილია ალეებად და გაშენებულია
ყვავილების ბაღები.




დებატები და პოლემიკა ეიფელის კოშკის კონსტრუქციის შესახებ





   ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე კოშკი განხილვის საგანი გახდა.დიდი მეცნიერებისა და ხელოვნების მიერ გაკრიტიკებული ეიფელის კოშკი იძულებული იყო უზარმაზარი წარმატებისთვის მიეღწია.
      1887 წლის 14 თებერვალი:სამუშაოები ეს–ესაა დაიწყო,ხელოვანების პროტესტიც კი გამოჩნდა.მათ მრავალი სტატიაც კი გამოაქვეყნეს სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში.            
 გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით ,,პროტესტი გუსტავ ეიფელის მიმართ’’ მიემართებოდა კონსტრუქციის სამუშაოების დირექტორს მ.ალპანდს.ტატიის ბოლოს კი ეწერა იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გვარები,რომლებიც აპროტესტებდნენ მშენებლობას:შარლ გუნო,გი–დე–მოპასანი,ალექსანდრ ძუმა უმცროსი,ფრანსუა კოპე,ლეკონტ ლისტი,ვილიამ ბურგო,ერნესტ მეისონიე,ვიქტორიენ სანდუ,შარლ გარნიე და სხვები.
        სხვა ცნობილმა ადამიანებმა სტატია გაამდიდრეს შეურაცმყოფელი სიტყვებით:,,ეს არის ჭეშმარიტად ტრაგიკული ეიფელი“(ლეონ ბლოი), ,,ეს არის რკინის სკილეტი“(პოლ ვერლენი), ,,ეს არის რკინის მაგარი,დაუნთავრებელი,არეული და უშნო ანძა“(ფრანსუა კოპე), ,,ეს არის მაღალი და გამხდარი პირამიდა რკინის მისადგმელი კიბით,ტლანქი,მოუხეშავი და უდიდესი სკილეტით,რომლოის ძირი გეჩვენება გაკეთებულია იმისთვის,ტათა ატაროს სისლოპის მშვენიერი მონუმენტი და რომელიც შეურაცხყოფს მის სასცილო ქარხნის პროფილს“(გი–დე–მოპასანი), ,,ქარხნის მილი,რომელიც გგონია სავსეა ქვებითა და მილებით“(ჟოღის–კარლ ჰუსმანი).მიუხდავად ამ შეურაცხყოფისა ეიფელის კოშკის გახსნას დაესწრო 2 მილიონი მოქალაქე.

No comments:

Post a Comment