ისტორია


    http://untitled1808.wordpress.com/2010/06/04/9/
    ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) — ლითონის კონსტრუქცია შამ-დე-მარსზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.სტრუქტურა შენდებოდა 1887-1989 წლებში როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი (1889), მსოფლიო გამოფენა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმებოდა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 48°51′29″N, 2°17′40″E. კოშკის ინაუგურაცია მოხდა 1889 წლის 31 მარტს, ხოლო საზოგადოებისთვის კი ის 6 მაისს გაიხსნა. 300-მა მუშამ ააწყო 18.038 ლითონის (სუფთა სტრუქტურული ფოლადის ფორმა) ნახვრეტებიანი კონსოლი, გამოიყენეს რა 2.5 მილიონი ჭანჭიკი, შეცდომის რისკი ძალიან დიდი იყო, ვინაიდან თანამედროვე ცათამბჯენთაგან განსხვავებით კოშკს ღია ჩონჩხი აქვს შუალედური სართულების გარეშე, ორი პლატფორმის გარდა. თუმცა, ვინაიდან ეიფელმა წინასწარი ზომები მიიღო მუშათა უსაფრთხოებისთვის, მშენებლობის პერიოდში მხოლოდ ერთი მათგანი დაიღუპა, ოტისის ლიფტების დამონტაჟებისას.
       თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა.თავისი არსებობის პირველ წლებში ეიფელის კოშკი პარიზის ლიტერატურული და მხატვრული ელიტის მხრიდან კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდნენ. 10 წლის შემდეგაც კი არსებობდა მისი დემონტაჟის სურვილი. გი დე მოპასანი ისე არ მოსწონდა ეიფელის კოშკი, რომ ყველანაირად ცდილობდა თვალში არ მოხვედროდა. ამისათვის მთელ დღეებს ეიფელის კოშკის თავზე, რესტორანში ატარებდა, რადგან ეს ერთადერთი ადგილი იყო საიდანაც კოშკი არ ჩანდა.თუმცა გავიდა დრო და ახლა პარიზი ეიფელის კოშკის გარეშე,  წარმოუდგენელია. ის საფრანგეთის დედაქალაქის უმთავრეს სიმბოლოდ იქცა და ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღირშესანიშნაობასაც წარმოადგენს და სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.ი ფანჯრიდან აუცილებლად უნდა სჩანდეს ეიფელის კოშკი. რეალურად, ზონური შეზღუდვების გამო პარიზში შენობათა სიმაღლეზე ზღვარი რამდენიმე სართულით შემოიფარგლება და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე შედარებით მაღალ შენობას აქვს კოშკზე წმინდა ხედი.
თავდაპირველად ეიფელს უფლება ჰქონდა აგებული  20 წლით მდგარიყო, საკუთარი ხარჯების ამოსაღებად, თუმცა მოგვიანებით კოშკმა საკომუნიკაციო დანიშნულებაც მიიღო და ვადის გასვლის შემდეგაც გადაწყდა მისი დატოვება .
    

No comments:

Post a Comment